„ინტერის" კაპიტანმა, ხავიერ ძანეტიმ „ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ ხაზი გაუსვა იმას რომ ეს მატჩი არ უნდა შევადაროთ გასული წლის ლიგის ფინალურ დაპირისპირებას. მაშინ მილანელებმა 2:0 გაიმარჯვეს 
"ბაიერნზე" საუბრის დაწყებისთანავე ყველას გასული წლის მადრიდული ფინალი ახსენდება. მაგრამ კარგად ვიცით, რომ მომავალი შეხვედრა სრულიად განსხვავებული იქნება. დარწმუნებული ვარ რომ რთული მატჩი გველის. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, სკუდეტოსათვის ძლიერი ბრძოლა მიმდინარეობს. შაბათს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ."
ნანახია:
706
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
22.02.2011
|
|
მიუნხენის "ბაიერნის” ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერს სჯერა, რომ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, მილანის "ინტერის” დამარცხებას მოახერხებს. 
"ინტერთან” შეხვედრა "ბაიერნისთვის” გამოცდა იქნება. თეორიულად რომ ვისმჯელოთ, შანსები 50/50-ზეა. წარმატების მისაღწევად დაუზარლად უნდა ვიშრომოთ. ჩვენ გვახსოვს წინა სეზონში "ნერაძურისთან” მარცხი და ახლა რევანშის აღებაა აუცილებელი”- ციტირებს შვაინშტაიგერს Goal.com-ი. წინა სეზონში, "ინტერმა” "რეკორდმაისტერს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2:0 მოუგო. ამ გუნდებს შორის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი 1/8-ფინალური მატჩი 23 თებერვალს, ქალაქ მილანში გაიმართება.
ნანახია:
727
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
22.02.2011
|
|
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალურ მატჩში, მილანის "ინტერმა” მიუნხენის "ბაიერნი” აშკარად დაჯაბნა და ღირსეულად დაეუფლა ევროპის საუკეთსო კლუბის წოდებას. 
მიმდინარე გათამაშების 1/8-ფინალში, გუნდები ერთმანეთს კვლავ გადაეყარნენ და მიუნხენელთა ერთ-ერთი ლიდერის, არიენ რობენის განცხადებით, ამჟამად სიტუაცია სხვაგვარია.
"მადრიდში გამართული ფინალური მატჩის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. "ინტერი” კვლავ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ არა იმდენად, როგორც ეს ფინალში იყო. ახლა, შანსები თანაბარია. ჩვენი გუნდი მოედანზე რევანშისთვის არ გავა. რევანშე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ "ინტერს” ფინალში შევხვდებით” – ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.
ნანახია:
728
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
22.02.2011
|
|
იტალიური "ინტერი” პორტუგალიური "პორტუდან” კოლუმბიელი თავდამსხმელის, რადამელიუ ფალკაოს გადაბირებით არის დაინეტერესებული. გვამცნობს პოპულარული გამოცემა A Bola.  პორტუგალიურ კლუბში მოთამაშე ფორვარდი,”ინტერის” სატრანსფერო პოლიიკიდან გამომდინარე,”უდინეზეში” მოთამაშე ალექს სანჩესის ალტერნატივა გახლავთ, თუ კი არ გამოუვა "ინტერნაციონალეს” სანჩესის ტრანსფერი, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუგზავნიან პროტუგალიურ მხარეს ოფიციალურ წინადადებას. აღსანიშნავია, რომ ფალკაოს გადაბირებით მილანური კლუბის გარდა "არსენალი”,”ტოტენჰემი” და "რეალი” არიან” დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელი მოწადინებული არის, რომ სეზონის ბოლოს დატოვოს "პორტუ” და თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ნანახია:
668
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
22.02.2011
|
|
"ინტერის” ნახევარმცველი თვლის, რომ მისმა გუნდმა "ბავარიასთან” პირველ მატჩში წონასწორობა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს და არაფრის დიდებით არ უნდა გაუშვას მოწინააღმდეგის გოლი 
"ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვითამაშოთ და მოწინააღმდეგეს არ უნდა მივცეთ უფლება გოლი გაგვიტანოს. ამ ყველაფერთან ერთად გუნდი ფლობს იმის რესურსს, რომ პრობლემები შეუქმნას "ბაიერნს” მოედანზე.
აუცილებელია კარგი მომზადება და ნებისყოფა იმისთვის, რომ "ჯუზეპე მეაცაზე” არ დავმარცხდეთ”.
ნანახია:
763
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
22.02.2011
|
| |