ინტერის ახალწვეულმა ნაგატომომ 55_ე ნომერი აირჩია ახლად დაბრუნებული აზიის თასიდან მან გამარჯვებული დაბრუნდა იაპონიის გუნდთან ერთად ის დღეს ჩამოვიდა მილანში ასე, რომ ხვალ დილიდან პირველად შეუდგება ვარჯიშს
მისი ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს 4 თებერვალს და მის პრეზენტაციას რათქმაუნდა ჩვენი საიტი წარმოგიდგენთ
ვიმედოვნოთ რომ ამ ფეხბურთელის შეძენა ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება და ინტერის წარმატებებში დიდ წვლილს შეიტანს.
"ინტერის” მცველმა, ლუსიომ შეიძლება "ბავარიასთან” თამაში გამოტოვოს.
მოგეხსენებათ ეს ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალია და ფეხბურთელმა წინა თამაშში, "პალერმოსთან” ტრავმა მიიღო.
ვადები, რამდენ ხანს ვერ შეძლებს 32 წლის ლუსიო თამაშს დაუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ თეძოს ტრავმა მას საშუალებას არ მისცემს ითამაშოს მიუნხენელების წინააღმდეგ 23 თებერვალს დაგეგმილ მატჩში.
აღსანიშნავია, რომ "პალერმოსთან” თამაშში, იგივე, თეძოს ტრავმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ესტებან კამბიასომ მიიღო, რომელიც ასევე გამოტოვებს სერია ა–ს თამაშს "ბარისთან”.
კლუბის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს რომ კამბიასო "რომას” წინააღმდეგ მაინც შეძლებს თამაშს.
მილანის "ინტერის” კოლუმბიელი მცველი, ნელსონ რივასი სეზონის დარჩენილ ნაწილს უკრაინულ "დნიპროში” გაატარებს.
დნიპროპეტროვსკელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 27 წლის ცენტრალური მცველი კლუბში არენდის წესით ითამაშებს და სეზონის ბოლოს, უკრაინელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
გარდა რივასისა, უჩა ლობჟანიძის გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ "ტოტენჰემის” შემტევს, ჯოვანი დოს სანტოსს, მაგრამ უკრაინაში თამაში თავად მექსიკელმა ფეხბურთელმა იუარა.
მილანის "ინტერის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ტიაგო მოტა იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშზე ოცნებობს. მოტა ბრაზილიაში კი არის დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ მას იტალიის მოქალაქეობაც აქვს და ვინაიდან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, "სკუადრა აძურას” მაისურის მორგების უფლება აქვს.
"პრანდელის ველაპარაკე და მან მითხრა, რომ შესაძლოა ნაკრებში გამომიძახოს. გარანტია არ მაქვს, რომ იტალიის ნაკრების მაისურით ვითამაშებ, მაგრამ თუ ასე მოხდა, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები. კარიერაში არაერთი სასიამოვნო მომენტი მქონია, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება. მართალია, ბრაზილიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ უკვე 15 წელია ევროპაში ვცხოვრობ და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში” – ციტირებს "ინტერის” 28 წლის ნახევარმცველის სიტყვებს Fოოტბალლ Iტალია.