მილანი და ინტერი ახლა არა მხოლოდ გეოგრაფიულად არიან ერთმანეთთან ახლოს, არამედ სატურნირო ცხრილშიც. 
გუშინდელი გამარჯვებით ნერაძურის 50 ქულა დაუგროვდა და თანაქალაქელებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. თუმცა მილანს ერთი თამაში კიდევ რეზერვში აქვს.
როგორც იცით დღეს მილანი გასვლით შეხვედრაში კიევოს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ცხრილში პირველ ადგილზე კვლავ დამაჯერებლად მოექცევა.
ნანახია:
679
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
20.02.2011
|
|
ჩემპიონთა ლიგის განვლილი გათამაშების ფინალისტები - "ინტერი" და "ბაიერნი" ამჯერად ერთმანეთს მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან. მათი პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, "სან სიროზე" გაიმართება. მატჩის წინ იტალიური კლუბის ბრაზილიელი მცველი ლუსიო აცხადებს, რომ ტრავმა უკვე სრულად მოიშუშა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა. 
შეგახსენებთ, რომ "ნერაძურის" სამხრეთამერიკელი ცენტრალური მცველი 30 იანვარს, "პალერმოსთან" მატჩის დროს დაშავდა. სიცილიელებთან დაპირისპირებისას მან ბარძაყის კუნთი დაიზიანა და ექიმები ბრაზილიელის მოედანზე დაბრუნებას მარტის დასაწყისში ვარაუდობდნენ, თუმცა, ლუსიომ ვადაზე ადრე მოახერხა გამოჯანმრთელება. "ბაიერნის" წინააღმდეგ პრინციპული დაპირისპირება გველის. ძალიან მიხარია, რომ პრობლემების მოგვარება მოვასწარი და მომავალი მატჩისთვის სრული დატვირთვით ვემზადები. ვერ გეტყვით, შესაძლოა, "კალიარისთან" საერთოდ არ ვითამაშო, მაგრამ მიუნხენელებთან შ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
820
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
20.02.2011
|
| |