ინტერის” გოლკიპერი, ჟულიო სეზარი გუნდის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ კლუბი თავის ტიტულს შეინარჩუნებს.

სეზონის წარუმატებლად დაწყება, მწვრთნელის შეცვლა გუნდის ცუდი შედეგის წინაპირობა გახდა. ახლა კი ფეხბურთელები ახალი ძალით აპირებენ დაიცვან ტიტული და ბოლომდე იბრძოლონ მოგებისთვის:
"როგორც იქნა თამაში დავიწყეთ ისე, როგორც შეგვეფერება. იმედი მაქვს უკვე ძალიან მალე "მილანს” დავეწევით და ცხრილში სათანადო ადგილს დავიკავებთ.
"ბარისთან” გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაცვაშიც გავაუმჯობესეთ თამაში, რაშიც თავისი წვლილი ლეონარდომაც შეიტანა”.