„ინტერის" კაპიტანმა, ხავიერ ძანეტიმ „ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ ხაზი გაუსვა იმას რომ ეს მატჩი არ უნდა შევადაროთ გასული წლის ლიგის ფინალურ დაპირისპირებას. მაშინ მილანელებმა 2:0 გაიმარჯვეს 
"ბაიერნზე" საუბრის დაწყებისთანავე ყველას გასული წლის მადრიდული ფინალი ახსენდება. მაგრამ კარგად ვიცით, რომ მომავალი შეხვედრა სრულიად განსხვავებული იქნება. დარწმუნებული ვარ რომ რთული მატჩი გველის. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, სკუდეტოსათვის ძლიერი ბრძოლა მიმდინარეობს. შაბათს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ."
|