ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალურ მატჩში, მილანის "ინტერმა” მიუნხენის "ბაიერნი” აშკარად დაჯაბნა და ღირსეულად დაეუფლა ევროპის საუკეთსო კლუბის წოდებას. 
მიმდინარე გათამაშების 1/8-ფინალში, გუნდები ერთმანეთს კვლავ გადაეყარნენ და მიუნხენელთა ერთ-ერთი ლიდერის, არიენ რობენის განცხადებით, ამჟამად სიტუაცია სხვაგვარია.
"მადრიდში გამართული ფინალური მატჩის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. "ინტერი” კვლავ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ არა იმდენად, როგორც ეს ფინალში იყო. ახლა, შანსები თანაბარია. ჩვენი გუნდი მოედანზე რევანშისთვის არ გავა. რევანშე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ "ინტერს” ფინალში შევხვდებით” – ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.
|