იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ ის 11 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც დღეს, გერმანიასთან ამხანაგურ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ. 
შეხვედრა დორტმუნდში გაიმართება და თბილისის დროით 23:40 საათზე დაიწყება. როგორც Football Italia იტყობინება, "სკუადრა აძურა” გერმანელებთან მატჩს ასეთი შემადგენლობით დაიწყებს: ჯანლუიჯი ბუფონი, მატია კასანი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა რანოკია, ჯორჯო კიელინი, რიკარდო მონტოლივო, ტიაგო მოტა, დანიელე დე როსი, სტეფანო მაური, ანტონიო კასანო, ჯამპაოლო პაცინი. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში, დებიუტი ექნება "ინტერის” ბრაზილიელ ნახევარმცველს, ტიაგო მოტას. იტალიის ნაკრებში თამაშის უფლება მოტას ფიფამ ოფიციალურად მისცა.
ნანახია:
721
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
09.02.2011
|
|
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი და ექსპერტი არიგო საკი "ინტერი – რომას" მატჩზე საუბრობს 
" ეს მატჩი ამ სეზონში ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო დაპირისპირება იყო. "ნერაძურის" ძალიან ძლიერი და ტექნიკური ნახევარდაცვა ჰყავს, ეს ტიაგო მოტას, კამბიასოს, ძანეტისა და ხარჯას დამსახურებაა.სნეიდერს შეტევის განვითარება შეუძლია, მას კარგად უბავს მხარს ეტოო თავისი საოცარი სისწრაფის წყალობით და პაცინი სპორტული ბრძოლისუნარიანობით. ეხლა ლეონარდომ სამივე ხაზი უნდა გააერთიანოს და ერთმანეთს დაუკავშიროს, დაცვაში სიტუაცია უნდა დაალაგოს.
ლეონარდოსა და მთელი გუნდის მიზანი გამარჯვებაა, რითაც ასიამოვნებენ გუნდის პრეზიდენტ მასიმო მორატისა და კარგი ფეხბურთის ყველა მოყვარულს. "ინტერი" დიდი ენთუზიზმით თამაშობს.
კომენტარი "იუვენტუსთან" მოახლოებულ მატჩზეც გააკეთა:
" იუვე" იწყებს ისევ აღდგენას. ბარძალისა და მატრის გუნდში მისვლამ რათქმაუნდა ბევრი რამ შეცვალა გუნდ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
726
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
09.02.2011
|
|
"ინტერის" ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი დარწმუნებულია, რომ "მილანი" კვლავ ბევრჯერ შეცდება 
"დღეს "მილანს" გამოცდილება აკლია, მათ დაავიწყდათ რას ნიშნავს სკუდეტოსათვის ბრძოლა. ეხლა სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი იწყება და დარწმუნებული ვარ,რომ "როსონერი" კიდევ დაუშვებს შეცდომებს. ჩვენი ამოცანა სიტუაციით სარგებლობა და ქულების დაგროვებაა. მხოლოდ დიეგო მილიტოს ტრავმა გვაწუხებს, რადგან ეხლა ყველა მოთამაშე ძალიან გვჭირდება. მაგრამ მის გარეშეც მგონი შევძლებთ დავალებისთვის თავის გართმევას, ჩვენ პაცინი გვყავს, რომელიც კარგ ფორმაშია."
ნანახია:
903
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
09.02.2011
|
|
მილანის "ინტერის” ნახევარმცველი, ტიაგო მოტა, რომელიც ბრაზილიაშია დაბადებული და გაზრდილი, ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. 28 წლის ფეხბურთელი, რომელმაც კარგა ხნის წინათ გამოთქვა "სკუადრა აძურას” მაისურით თამაშის სურვილი, ახალი ამბის გაგების შემდეგ სიხარულს ვერ მალავს. 
"იმედი მაქვს, ნაკრებში პირველ მატჩს კარგად ჩავატარებ. ამ ემოციას ვერაფერს შევადარებ. იტალიის ნაკრებში მიწვევა ჩემთვის დიდი პატივია და ყველაფერს ვიზამ, რომ იმედები გავამართლო. "სკუადრა აძურას” მაისურის მორგება ჩემი ოცნება იყო. ამდენი წლის შემდეგ, ოცნების ასრულების საშუალება მომეცა და ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, ბრაზილიაში დავიბადე, მაგრამ თავს იტალიელად ვგრძნობ. ჩემი წინაპრები იტალიელები იყვნენ. ამ ქვეყანაში დაბადების ბედნიერება არ მქონია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ იტალიელი ვარ” – ციტირებს მოტას სიტყვებს Football Italia
ნანახია:
730
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
09.02.2011
|
|
მიუნხენის "ბაიერნი” კვლავ შეაწუხა იმ იდეამ, რომელსაც არაერთხელ შეუწუხებია გერმანული "ტიტანი”. 
მიუნხენელებს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, მილანის "ინტერიდან” მაკედონიელი ფორვარდის, გორან პანდევის გადაბირება აქვთ განზრახული. შეგახსენებთ, რომ გერმანულ კლუბს პანდევის გადაბირება ჯერ კიდევ ორი წლის წინად სურდა, როდესაც პანდევი ჯერ კიდევ, რომაული "ლაციოს” ღირსებას იცავდა.
გერმანული სპორტული გამოცემების აზრით, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, მიუნხენის "ბაიერნის” ერთ–ერთი მთავარი სამიზნე სწორედაც, რომ მაკედონიელი თავდამსხმელი იქნება. აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მიუნხენის "ბაიერნს” მინიმუმ 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ნანახია:
764
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
09.02.2011
|
| |