ინტერის არგენტინელი ფორვარდი კვლავ თამაშგარე მდგომარეობაშია.
31 წლის ფროვარდმა ტრამვა რომასთან თამაში მიიღო ის ამ თამაში შესვენებაზე შემოვიდა, მედიკოსების დიაგნოზით მას კუნთის დაჭიმულობა აქვს, სავარაუდო სარეაბილიტაციო პერიოდი 30–40 დღეს გასტანს, ინტერს ამის მხრივ სანერვიულო არ უნდა ქონდეს, მათ ხომ პაცინი შეიძინეს, მაგრამ ამ ტრანსფერს აქვს ერთი უარყოფითი მხარე, ჯანპაოლო პაცინი ვერ დაეხმარება ინტერს ჩემპიონთ ლიგაში, მას სამპდორიას მაისურით უკვე ჩატარებული აქვს ერთი თამაში.
"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი შეძლებს ჩემპიონობისათვის ბრძოლას
"კმაყოფილი ვარ ჩვენი ბოლოდროინდელი შედეგებით. ეხლა "მილანთან" მხოლოდ 5 ქულა გვაშორებს და ერთი თამაშით ნაკლები გვაქვს ჩატარებული. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შეგვწევს ძალა გალიდერებისა და ჩემპიონობისათვის ვიბრძოლებთ. მიმდინარე სეზონი ბევრად უფრო საინტერესო და არაპროგნოზირებადია ვიდრე გასული წელი იყო."
მილანის ინტერის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი თვლის, რომ "ბებერ ქალბატონთან” დაპირისპირება მისი გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
შეგახსენებთ, რომ ნერაძური ამ წუთისთვის ლიდერ მილანს ხუთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამიტომაც იუვენტუსთან გამარჯვების შემთხვევაში ინტერი როსონერის უახლოესი მდევარი გახდება.
"მილანთან ჩამორჩენას უფრო და უფრო ვამცირებთ. თუკი იუვენტუსსა და შემდეგ ფიორენტინას მოვუგებთ, მაშინ სკუდეტო ჩვენი იქნება.
მიხარია რომ კვლავინდებურად ძლიერები ვართ. ვფიქრობ, რომ სეზონის ბოლოდე ყველას ვაჩვენებთ რაც შეგვიძლია”-განაცხადა სნეიდერმა.
"ინტერის” გოლკიპერი, ჟულიო სეზარი თვლის, რომ "რომასთან” გამარჯვების შემდეგ გუნდი საგრძნობლად შეიცვალა და რეალური შანსი გაჩნდა სკუდეტოს მოგების:
"ეს გამარჯვება ერთგვარი მესიჯია მათთვის, ვინც ცხრილში ჩვენზე წინაა. გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და შანსი გვაქვს გამარჯვების თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს. ერთ თვეში ჩვენ შევცვალეთ მთელი ცხრილი და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ღირსეულ ადგილს დავკავებთ.
ახლა ყველაფერი "მილანის” და "ნაპოლის” შესაბამისად უნდა გავაკეთოთ. ამ გუნდებს აღარ აქვთ წაგების შესაძლებლობა, მაქსიმალურად უნდა მოიპოვონ ქულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ლიდერობას დაკარგავენ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ "ინტერის” შიში უკვე გაჩნდა”.