მიუნხენის "ბაიერნის” ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერს სჯერა, რომ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, მილანის "ინტერის” დამარცხებას მოახერხებს. 
"ინტერთან” შეხვედრა "ბაიერნისთვის” გამოცდა იქნება. თეორიულად რომ ვისმჯელოთ, შანსები 50/50-ზეა. წარმატების მისაღწევად დაუზარლად უნდა ვიშრომოთ. ჩვენ გვახსოვს წინა სეზონში "ნერაძურისთან” მარცხი და ახლა რევანშის აღებაა აუცილებელი”- ციტირებს შვაინშტაიგერს Goal.com-ი. წინა სეზონში, "ინტერმა” "რეკორდმაისტერს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2:0 მოუგო. ამ გუნდებს შორის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი 1/8-ფინალური მატჩი 23 თებერვალს, ქალაქ მილანში გაიმართება.
|