იტალიური "ინტერი” პორტუგალიური "პორტუდან” კოლუმბიელი თავდამსხმელის, რადამელიუ ფალკაოს გადაბირებით არის დაინეტერესებული. გვამცნობს პოპულარული გამოცემა A Bola.  პორტუგალიურ კლუბში მოთამაშე ფორვარდი,”ინტერის” სატრანსფერო პოლიიკიდან გამომდინარე,”უდინეზეში” მოთამაშე ალექს სანჩესის ალტერნატივა გახლავთ, თუ კი არ გამოუვა "ინტერნაციონალეს” სანჩესის ტრანსფერი, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუგზავნიან პროტუგალიურ მხარეს ოფიციალურ წინადადებას. აღსანიშნავია, რომ ფალკაოს გადაბირებით მილანური კლუბის გარდა "არსენალი”,”ტოტენჰემი” და "რეალი” არიან” დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელი მოწადინებული არის, რომ სეზონის ბოლოს დატოვოს "პორტუ” და თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
|