"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალიმ 1/8 ფინალური მატჩის წინ მეტოქე გუნდის თამაშის სტილი გააკრიტიკა 
"მე ვერ შევამჩნიე, რომ "ინტერს" რაღაც განსაკუთრებული შემოეთავაზებინოს ფინალურ მატჩში. ვინც უყურებს საერთოდ მათ თამაშებს მიხვდება რასაც ვამბობ. თუკი კვირაში ერთხელ ნახავ "ინტერის" თამაშს ადვილად მიხვდები, რომ ეს არის გუნდი რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს
"კალიარისთანაც" ისინი ჩაიკეტნენ და მოწინააღმდეგის კართან არაფერი მოუმოქმედებიათ. გუნდმა და მწვრთნელმა ასეთი თამაში გადაწყვიტეს.
მე უფრო სანახაობრივ ფეხბურთს გთავაზობთ. მხოლოდ დაცვაზე ფიქრი ძალიან რთულია.
მომავალ მატჩში გამარჯვება გვსურს. მოქმედი ჩემპიონი ყოველთვის ფავორიტია და "ინტერიც" სარგებლობს ამ სტატუსით ჩვენთან მომავალ დაპირისპირებაში."
ნანახია:
525
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
23.02.2011
|
|
"ეხლა სულ სხვა დროა და თითოეულ მატჩს თავისი ისტორია აქვს – ასე დაიწყო ლეონარდომ პრესკონფერენცია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს გასული წლის ფინალისტები "ინტერი" და "ბაიერნი" დაუპირისპირდებიან. 
" რათქმაუნდა მატჩს იმ ფეხბურთელებით დავიწყებ, რომლებიც ყველაზე კარგ ფორმაში არიან. ჩემპიონატი – ერთია და ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა საქმეა.
დიახ, მე ვუყურე მადრიდულ ფინალს და შეიძლება ჩემი სიტყვები სხვაგვარად იქნეს ინტერპრეტირებული, მაგრამ მე "ინტერს" ვგულშემატკივრობდი.
– ვან გაალის გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები?
ძლიერი და სუსტი მხარე ყველა გუნდს აქვს.
თანახმა ვარ თუ არა 3–2 გამარჯვებაზე?
ჩვენ უკვე ვიცით რას ნიშნავს ასეთი ანგარიში ევროპულ საერთაშორისო ტურნირებზე. განსხვავებით სერია ა–საგან ჩემპიონთა ლიგაზე ეს არ არის კარგი შედეგი
"ინტერი" მოქმედი ჩემპიონია და მას ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, ჩვენ ბოლო
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
750
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
23.02.2011
|
|
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი წრე დასრულდება. ბოლო დღეს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი გაიმართება. მილანში, "სან სიროს” სტადიონზე, ერთმანეთს გასული გათამაშების ფინალისტები, "ინტერი” და "ბაიერნი” დაუპირისპირდებიან. 
ინტერი-ბაიერნი გასულ სეზონთან შედარებით, თამაშს ორივე გუნდმა უკლო. განსაკუთრებით, ეს "ბაიერნზე” ითქმის. თუ "ინტერი” ჯერაც ინარჩუნებს იტალიის ჩემპიონატის კვლავ მოგების შანსს, "ბაიერნმა” ბუნდესლიგაში უკვე დაყარა ფარ-ხმალი.
გასული გათამაშების ფინალურ მატჩში, "ინტერი” თვალსაჩინო უპირატესობას ფლობდა და წესით, 1/8-ფინალურ წყვილშიც ფავორიტებად მილანელები უნდა მიიჩნეოდნენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მადრიდში გამართულ შეხვედრაში, "ბაიერნს” ერთ-ერთი ლიდერი, ფრანკ რიბერი არ ჰყავდა, რომელიც ამჯერად, "ინტერის”
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
671
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
23.02.2011
|
|
"ინტერის” თავდამსხმელი დიეგო მილიტო, რომელიც ვერ დაეხმარება გუნდს "ბაიერნთან” მერვედფინალის მატჩში, აცხადებს, რომ მილანელებს ყურადღება მართებთ ნახევარდაცვასთან თამაშში, სადაც არენ რობენი და ფრენკ რიბერი ასპარეზობენ  "ლეონარდომ კლუბს სტაბილურობა შესძინა, რაც განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ახლა თამამად შემიძლია განვაცხადო რომ მაღალი კლასის გუნდი ვართ.
ჩვენი შემდეგი მატჩი "ბაიერნთანაა” და ამიტომ აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან: რობენი, რიბერი, მიულერი და გომესი.
მიუნხენელებს შესანიშნავი ნახევარდაცვა ყავთ და ამიტომ ისინი დაფასებას იმსახურებენ. უნდა ვითამაშოთ ფრთხილად და შეტევით”.
ნანახია:
518
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
23.02.2011
|
| |