სრულიად ლოგიკური სურვილი აქვს "ინტერის" მწვრთნელ ლეონარდოს, ასეთ შემთხვევაში მისი გუნდი შეძლებს გაუტოლდეს ნეაპოლელებს და მიუახლოვდეს სატურნირო ცხრილის ლიდერს 
"იმედია ეს მატჩი ფრედ დასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში ამ მატჩის შედეგი არ არის გადამწყვეტი.
მარცხი "ბაიერნთან"? არაფერი არ არის თავიდან დასაწყები, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით.
სეზონის ამ ეტაპზე ყოველი ქულა ძალზე ღირებულია. ვფიქრობ მომდევნო სამი–ოთხი მატჩი გადამწყვეტი იქნება. თებერვალი და მარტი სეზონის კრიტიკულ თვეებად ითვლება, მაშინ ხდება ცნობილი ვინ რისი პრეტენდენტია. დარწმუნებული ვარ ინტრიგა ჩემპიონატში ბოლომდე შენარჩუნდება."
ნანახია:
808
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.02.2011
|
|
2012–2013 წლების სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე იტალია ოთხის ნაცვლად სამი გუნდით დაიწყებს. 
ბოლო ათი წლის მანძილზე აპენინური კლუბების არცთუისე წარმატებული შედეგების შემდეგ უეფა–ს რეიტინგში იტალიამ ქულები დაკარგა.საკლუბო რეიტინგს 82.928 ქულით ინგლისი დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილზე ესპანელები არიან (77.329 ქულით). გერმანელებს 68.103 ქულა გააჩნიათ, ხოლო იტალიელებს - 59.981 ქულა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპენინური კლუბები ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგებას მოახერხებენ, გერმანელთა ჩამოტოვებას მაინც ვეღარ შეძლებენ.
2012–13 წლიდან ორი იტალიური კლუბი პირდაპირ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე, მესამეს კი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.ასევე 2011-12 წლებში სერია ა–ში მე–6 ადგილზე გასული გუნდი ვერ მოხვდება ევროპულ ტურნირებზე
ნანახია:
775
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.02.2011
|
|

მილანის "ინტერი" ადასტურებს რომ მათი მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პორტოს კოლუმბიელი თვადასხმელი იქნება. ინტერი თანხასაც ასახელებს თუ რამდენის გადახდას აპირებს ის პორტოს კოლუმბიელი თავდასხმელის რადამელია ფალკასთვის. თანხა არც მეტი არც ნაკლები 20 მილიონი ევროა. მაგრამ არის დიდი ალბათობა რომ ეს თანხა პორტოსთვის არასაკმარისი იქნება რომ გაუშვას თავისი ლიდერი. დრაკონები ფალკაოსთვის 30 მილიონს ითხოვენ.
ნანახია:
827
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.02.2011
|
|
"ინტერის" თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი თავის განცდებზე საუბრობს "სამპდორიასთან" მატჩის წინ 
" მოუთმენლად ველი ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს. ეს განსაკუთრებული თამაში იქნება ჩემთვის. გენუაში ორი შესანიშნავი წელი გავატარე და ეხლა ერთგვარ მოლოდინში ვარ.
თუ გოლს გავიტან არ ავღნიშნავ. იქნებ ოდესმე დავბრუნდე "სამპდორიაში". იმედია იმ დროისათვის ბევრი ტიტული მექნება მოგებული "ინტერთან" ერთად."
ნანახია:
644
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.02.2011
|
| |