ნანახია:
724
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
07.02.2011
|
|
შესანიშნავი მატჩის მომსწრენი გახდნენ გუშინდელი შეხვედრის მაყურებელნი…"ინტერმა” გააგრძელა მილანისკენ სვლა და ამჯერად რომას დამარცხებით მოიპოვა საჭირო 3 ქულა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და საბოლოო ანგარიში 5-3 დაფიქსირდა. 
თუმცა საინტერესო და საგანგაშო ისაა, რომ 4-1 ანგარიშზე ათკაციანმა "რომამ” შეძლო მობილიზება და კიდევ ორი გოლი გაიტანა.
"ინტერმა” თამაში საინტერესოდ დაიწყო და უკვე მეორე წუთზე უესლი სნეიდერის ბრწყინვალე დარტყმას გოლიც მოჰყვა.
სწრაფ გოლს "რომა” არ დაუბნევია და "მგლები” ძალიან გააქტიურდნენ. მათ შედეგი მალევე მიიღეს, ფაბიო სიმპლისიომ მარკო კასეტის გამჭოლ პასს ფეხი დაუხვედრა და ანგარიშიც გათანაბრდა. ზუსტად ორ წუთში კარგი შანსი ჰქონდა რომას წინ გასულიყო, თუმცა ჟულიო სეზარი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და შესანიშნავი რეაქციი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
749
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
07.02.2011
|
|
"რომასთან" მატჩი მე–200 იყო "ინტერის" მარჯვენა მცველის დუგლას მაიკონისათვის. ამასთან დაკავშირებით ბრაზილიელი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას გაესაუბრა 
"200 მატჩი "ინტერის' მაისურით – ჩემთვის დიდი პატივი და სიამაყეა. იმედი მაქვს კიდევ ბევრ თამაშს ჩავატარებ ამ გუნდის მაისურით. ამ დროის განმავლობაში მე 16 გოლის გატანა შევძელი და იმ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისათვის, რომელ პოზიციაზეც მე ვთამაშობ ეს კარგი შედეგია.
2010 წელი? ეს დიდი მიღწევების წელი იყო, მივიღე ასევე ინდივიდუალური ჯილდოები, რომლებიც ჩემი თანაგუნდელების დიდი დამსახურებაცაა. მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა.
"რომასთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც "იუვენტუსთან" და "ფიორენტინასტან" მომავალი დაპირისპირებები. თავს კარგად ვგრძნობ და მიხარია რომ ჯამრთელობის პრობლემა არ მაქვს, მინდა კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშო.
პაცინი? ის შესანიშნავი თავდამსხმელია, მისი სტილი ძალიან გ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
782
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
07.02.2011
|
| |