სერია A-ში ამ უქმეებზე 2009-10 სეზონის ბოლო 38-ე ტური გაიმართება.უკვე გარკვეულია,თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგაზე (სამდორია არ წააგებს სავარაუდოდ),ევროპა ლიგაზე და სერია B-ში.გასარკვევი მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონიღა დარჩა.ინტერნაციონალე 79 ქულით პირველ ადგილზეა და გათამაშების აუტსაიდერ აწ უკვე სერია B-ს ბინადარ სიენას ხვდება ქალაქ სიენას "არტემიო ფრანკიზე”.რომა 77 ქულით მეორე ადგილზეა და ვერონაში მეცამეტე ადგილოსან კიევოს ეთამაშება "მარკანტონიო ბენტეგოდიზე”
სიენაში სათამაშოდ ჟოზე მაურინიომ შემდეგი ფეხბურთელები დაასახელა:მეკარეები: 1 ტოლდო, 12 სეზარი, 21 ორლანდონი. დაცვა: 2 კორდობა, 4 ძანეტი, 6 ლუსიო,13 მაიკონი, 23 მატერაცი, 25 სამუელი, 26 კივუ, 39 სანტონი. ნახევარდაცვა: 5 სტანკოვიჩი, 7 ქუარეჟმა, 8 ტიაგო მოტა, 10 სნეიდერი, 11 მუნტარი, 15 კრჰინი, 17 მარიგა, 19 კამბიასო.
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
595
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
15.05.2010
|
|
მილანის "ინტერის" პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მაურინიომ ერთ–ერთ გულშემატკივარს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთი აჩუქა. 
ეს ფაქტი გუშინ მოხდა, როცა სან–სიროს სალაროებში "ბაიერნთან" გასამართი სეზონის საკლუბო გვირგვინზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. აღნიშნულ გულშემატკივარს ეს ჯილდო იმიტომ ერგო, რომ ის სალაროსთან პირველი მივიდა.
"რომ შემეძლოს ბილეთს ყველა ტიფოზს ვაჩუქებდი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ჟესტითაც კარგად გამოვხატე ის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის და თითოეული ჩემი ფეხბურთელისთვის გულშემატკივრის მხარდაჭერა", – აღნიშნა მაურინიომ.
ნანახია:
733
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
15.05.2010
|
|
გასულ კვირას, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, სეზონის ბოლოს მილანურ-ფლორენციული ბარტერი უნდა შემდგარიყო, რომლის თანახმადაც, დავიდე სანტონი "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდებოდა, ხოლო ხუან მანუელ ვარგასი "ნერაძურას" რიგებში ჩაირიცხებოდა... 
მეტად დამაჯერებელი ტონის მიუხედავად, დღეს სანტონის აგენტმა სრულიად საპირისპირო განცხადება გააკეთა, მისი თქმით დავიდის ფლორენციაში გადაბარგება ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება.
"სანტონი ფიორენტინაში? ეს ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი." - განაცხადა რენცო კონტრატომ ViolaGol-თან ინტერვიუში.
"მიუხედავად იმისა, რომ მან მძიმე ფიზიკური ტრავმა გადაიტანა, ამჟამად იგი თავს ძალიან კარგად გრძნობს. გარწმუნებთ, მისი მომავალი მილანის ინტერია და არა რომელიმე სხვა კლუბი!"
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
563
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
15.05.2010
|
|
როგორც მილანის "ინტერის" გამოცდილი ნახევარმცველი, დეიან სტანკოვიჩი აცხადებს, მისი გუნდის ისტორიაში ახალი ერა იწყება. მაურინიოს შეგირდები ხომ 2 ფრონტზე იბრძვიან... შესაძლოა, "ნერაძურამ" წლის ბოლოს ტრიპლეტის შესრულებაც კი მოახერხოს, ამისათვის მათ დამდეგი ორი შეხვედრის წარმატებით დასრულება მართებთ, რაც დამეთანხმებით ალბათ, სრულიად შესაძლებელია (მილანელებმა კოპა იტალიის თასი უკვე მოიგეს). 
"მართალია, ცოტა ასაკში შევედი, თუმცა დარწმუნებული ვარ, დიდ მატჩებში, თანაგუნდელებს სერიოზულ დახმარებას გავუწევ." - აცხადებს სერბი ფეხბურთელი.
"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისეთი დიადი კლუბის ფეხბურთელი ხარ, როგორიც მილანის ინტერია. როგორც იქნა, ევროპული სენი დავძლიეთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივაღწიეთ. ახლა მხოლოდ დამდეგი ორი შეხვედრის წარმატებით დასრულებაა საჭირო და მილანური ფეხბურთის ისტორიაში, სრულიად ახალი ერა დაიწყება..."
"ტრიპ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
712
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
15.05.2010
|
|
ინტერის ყოფილი თავდამსხმელი,არგენტინელი ხულიო რიკარდო კრუზი ამ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.შეგახსენებთ,რომ იგი ამჟამად ლაციოს მაისურით ასპარეზობს.
როგორც ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა,არგენტინელს ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კარიერის დასრულება.
"ამ სეზონში კრუზს უამრავი ტრავმა ჰქონდა და ამჟამად იგი ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობს.ვნახოთ რას იტყვის ზაფხულში,” – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.
ამ სეზონში კრუზმა ლაციოს შემადგენლობაში 4 გოლი გაიტანა.მას თავისი კარიერის 6 წელი ინტერში გაატარა.129 თამაშში "შავ-ლურჯი” ფორმით 49 ჯერ აიღო მეტოქის კარი.
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
614
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
15.05.2010
|
| |