მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ "ინტერს” მორიგი ტიტული მოაგებინა, მილანური კლუბის პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ პორტუგალიელი სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის სიტყვები კონკრეტიკას მოკლებულია, მაგრამ ისინი კიდევ უფრო ამძაფრებენ ეჭვებს, თითქოს მოურინიო ზაფხულში იტალიას დატოვებს და მადრიდის "რეალს” ჩაიბარებს.

"ჟოზეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დავსხდებით და ყველა საკითხს განვიხილავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მსურს ახლავე მადლობა გადავუხადო მოურინიოს ყველაფრისთვის, რაც მან "ინტერისთვის” გააკეთა. მესმის, რომ იგი ამ ყველაფრისგან დაიღალა, რადგან მუშაობაში სულს და გულს დებს. იგი არაა ის ადამიანი, რომელიც საკუთარ მომავალს სეზონის განმავლობაში განიხილავს. მოურინიოს ძალზე დიდ პატივს ვცემ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი ჩემპი
...
კითხვის გაგრძელება »