არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ, სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მილანის "ინტერის” ფეხბურთელების - ხავიერ ძანეტისა და ესტებან კამბიასოს წაყვანაზე უარი განაცხადა.
სააგენტო AP-ის ცნობით, მარადონას მიერ დასახელებულ არგენტინელთა გაფართოებულ შემადგენლობაში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ:
ინტერი მზადაა იგუაინის შესაძენად 40 მილიონი გადაიხადოს
მილანის ინტერი რეალის არგენტინელი თავდამსხმელით გონსალო იგუაინით დაინტერესდა "ნერაძური" მზადაა მის შესაძენად 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
შეგახსენებთ რომ იგუაინმა არ გაახანგრძლივა კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან.ესპანეთის ჩემპიონატში 22 წლის თავდამსხმელმა 31 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.
ამჟამად მაურინიო ლონდონში იმყოფება და მონაწილეობას ღებულობს IFFHS–ს დაჯილდოებაში(საუკეთესო მწვრთნელი),მან უარყო ინფორმაცია გუნდიდან წასვლის შესახებ "მე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ არცერთ გუნდთან.ამ მომენტისათვის მე,როგორც ყველა ფეხბურთელს და "ინტერის" გულშემატკივარს,მხოლოდ "სიენასთან" და "ბაიერნთან" გასამართი მატჩები გვაინტერესებს და ამაზე ვფიქრობთ."
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, განაცხადში ვერ მოხვდა ფაბრიციო მიკოლი, რომელიც მართლაც რომ საოცარ სეზონს ატარებს, ასევე სიის მიღმა დარჩნენ ლეგენდარული იტალიელები, ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო დელ პიერო.
30 კაციანი განაცხადიდან 23 ფეხბურთელი აირჩევა, დანარჩენი შვიდი მოთამაშე კი მუნდიალს მიღმა დარჩება...
მეკარეები: ბუფონი («იუვენტუსი»), დე სანქტისი («ნაპოლი»), მარკეტი («კალიარი»), სირიგუ («პალერმო»).
"რომას" გამოცდილი ფორვარდი, ფრანჩესკო ტოტი Sky Sport-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა. როდესაც ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ვეტერან იტალიელს, მარიო ბალოტელისთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ჰკითხა, ფრანჩესკომ მას მეტად არაორდინალური პასუხი გასცა...
"მოედანზე შესვლისთანავე, მარიო ჩემთან მოვიდა და დამცინავი სიტყვებით მომმართა. მე, როგორც პროფესიონალმა მის ასეთ გამოხტომას ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერმა სისტემატიური ხასიათი მივიღო, მე იგი გავაფრთხილე, რომ თუ არ შეწყვეტდა ჩემს შეურაწყოფას, საკადრის პასუხს გავცემდი."
"ბალოტელიმ ჩემს გაფრთხილებას ყური არ ათხოვა და ახლა უკვე შემდგომ შეურაწყოფაზე გადავიდა, მე იგი ბაბუათი მომმართავდა. ამდენის მოთმენა ვეღარ შევძელი და რაც მოხდა თქვენ თვითონაც კარგად ნახეთ..."
მანჩესტერ "იუნაიტედის" გამოცდილი მარცხენა მცველი, პატრის ევრა, ევროპული გრანდების მონიტორინგის ქვეშ მოექცა. ფრანგი უკანახაზელის მსურველთა სიას, მილანის "ინტერიც" შეემატა. მასიმო მორატის წარგზავნილი სკაუტები, მანჩესტერში იმყოფებიან და ევრას მონიტორინგს აწარმოებენ.
"ნერაძურას" სელექციონერებს, კარგი მარცხენა მცველის გადაბირება სურთ, რადგანაც მილანელთა ახალგაზრდა უკანახაზელი, დავიდე სანტონი ტრავმირებულია. იგი გასული წლის დეკემბერში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. სანტონის შემცველელად, "ფიორენტინას" მარცხენა მცველი, ხუან მანუელ ვარგასი მოიაზრება, მაგრამ მისი მილანში გადაბარგება ფაქტიურად გამორიცხულია, რადგან 28 წლის ჩილელი "ვიოლას" დატოვებას გამორიცხავს. ასე, რომ "ინტერის" მესვეურებს ერთი კანდიდატიღა რჩე
... კითხვის გაგრძელება »
მილანის "ინტერის” მენეჯერი ლუიშ ფიგუ პორტუგალიის მედიის მსახურებთან საუბარში არ მალავს, რომ იგი მოხარულია ჟოზე მოურინიოსთან მუშაობით. "ნერაძურის” 37 წლის ფუნქციონერი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის დონ ჟოზეს ხელმძღვანელობით თამაშობდა "ინტერში”, მისი უფროსი მეგობრის მადრიდის "რეალში” გადასვლის შესაძლო ჭორებზე კომენტარს თავს არიდებს.
"მოურინიო გამარჯვებული მწვრთნელია. მის სიდიადეზე თავად ჟოზეს მიღწევები მეტყველებენ. რაც შეეხება ხმებს, თითქოს ის "რეალში” წავა და იქ იმუშავებს, მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - მირჩევნია ვისაუბრო იმაზე რაც უკვე მოხდა და არა იმაზე, რაც როდესმე შეიძლება მოხდეს. კაცმა ჭორები ყოველთვის მშვიდად უნდა აღიქვა - ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ "ინტერში” ასეთი მწვრთნელი მუშაობს. სამომავლო გადაწყვეტილებას ჟოზე და "ინტერის” ხელმძღვანელობა ერთდროულად მიიღებენ”.