იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის ცენტრალური შეხვედრის წინ, სადაც რომის ”ლაციო” მილანის ”ინტერს” დაუპირისპირდება, რომაელთა ფანებმა ჟოზე მოურინიუს საპატივცემლოდ ბანერი გაამზადეს.

როგორც Football Italia იუწყება, თამაშის დროს შემდეგი შინაარსის ბანერი გაიჭიმება: ”ჩვენ პატივს ვცემთ მოურინიუს, ნამდვილ კაცს ფეხბურთის ყალბ სამყაროში”.