"ინტერმა” კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის, რომელსაც გუშინ 65 წელი შეუსრულდა, იუბილე ზედიზედ მეხუთე "სკუდეტოს” მოგებით მიულოცა. არადა, "ნერაძურის” ფეხბურთელებმა თავიანთი შეფი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე 1995 წელს მივიდა და მას შემდეგ კლუბს დაახლოებით მილიარდი დოლარი დაახარჯა, "სიენასთან” შეხვედრაში გვარიანად ანერვიულეს.
ბოლო ტურში გასაჩემპიონებლად გამზადებულ "ინტერს” არცთუ რთული ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი - სერია B-ში დაქვეითებული "სიენა” ნებისმიერი ანგარიშით უნდა დაემარცხებინა და ჩემპიონის მე-18 ტიტული მისი იყო. შეხვედრაში პირველი საგოლე მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ აბდელკადერ გეზალმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა. შემდეგ კი, მოქმედების ეპიცენტრმა "სიენას” კართან გადაინაცვლა. დიეგო მილიტო, მარიო ბალოტელი, სამუელ ეტოო და ვესლი სნეიდერი განუწყვეტლივ უქმნიდნენ პრობლემებს მეტოქის დაცვას, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სტუმრებს სიზუსტე აშკარად აკლდათ.<
... კითხვის გაგრძელება »
მილანის "ინტერმა" "სიენას" მილიტოს გოლით 1:0 მოუგო და იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. განუმეორებელი ჟოზე მაურინიოს მეთაურობით "ნერაძური" ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებისკენ მიიწევს და სანუკვარ მიზანს ერთადერთი მატჩიღა აშორებს, მადრიდში, "ბაიერნთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალი...