მილანის "ინტერის" პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მაურინიომ ერთ–ერთ გულშემატკივარს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთი აჩუქა. 
ეს ფაქტი გუშინ მოხდა, როცა სან–სიროს სალაროებში "ბაიერნთან" გასამართი სეზონის საკლუბო გვირგვინზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. აღნიშნულ გულშემატკივარს ეს ჯილდო იმიტომ ერგო, რომ ის სალაროსთან პირველი მივიდა.
"რომ შემეძლოს ბილეთს ყველა ტიფოზს ვაჩუქებდი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ჟესტითაც კარგად გამოვხატე ის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის და თითოეული ჩემი ფეხბურთელისთვის გულშემატკივრის მხარდაჭერა", – აღნიშნა მაურინიომ.
|