სერია A-ში ამ უქმეებზე 2009-10 სეზონის ბოლო 38-ე ტური გაიმართება.უკვე გარკვეულია,თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგაზე (სამდორია არ წააგებს სავარაუდოდ),ევროპა ლიგაზე და სერია B-ში.გასარკვევი მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონიღა დარჩა.ინტერნაციონალე 79 ქულით პირველ ადგილზეა და გათამაშების აუტსაიდერ აწ უკვე სერია B-ს ბინადარ სიენას ხვდება ქალაქ სიენას "არტემიო ფრანკიზე”.რომა 77 ქულით მეორე ადგილზეა და ვერონაში მეცამეტე ადგილოსან კიევოს ეთამაშება "მარკანტონიო ბენტეგოდიზე”
სიენაში სათამაშოდ ჟოზე მაურინიომ შემდეგი ფეხბურთელები დაასახელა:
მეკარეები: 1 ტოლდო, 12 სეზარი, 21 ორლანდონი.
დაცვა: 2 კორდობა, 4 ძანეტი, 6 ლუსიო,13 მაიკონი, 23 მატერაცი, 25 სამუელი, 26 კივუ, 39 სანტონი.
ნახევარდაცვა: 5 სტანკოვიჩი, 7 ქუარეჟმა, 8 ტიაგო მოტა, 10 სნეიდერი, 11 მუნტარი, 15 კრჰინი, 17 მარიგა, 19 კამბიასო.
თავდამსხმა: 9 სამუელ ეტო ო, 22 დიეგო მილიტო, 27 გორან პანდევი, 45 მარიო ბალოტელი, 89 მარკო არნაუტოვიჩი. ავტორი: გიგა თედორაძე
|