მილანის "ინტერი", წინასასეზონო მზადების პროცესში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. "ნერაძურას" მეტოქეები, ამერიკის წამყვანი კლუბები, 'ლოს ანჯელეს გალაქსი', 'ლიგა სოკერი' და 'დალასი' იქნებიან. 
ჩემპიონები, პირველ მატჩს 5 აგვისტოს, 'ლიგა სოკერის' წინააღმდეგ გამართავენ. მილანელთა მეორე დანიშნულების ადგილი, 7 აგვისტოს ლონს აჯელესი იქნება, სადაც იტალიელები ადგილობრივ, 'გალაქსის' დაუპირისპირდებიან. მესამე მატჩის თარიღი კი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.
ნანახია:
720
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
25.05.2010
|
|
ვესლი სნეიდერმა აწ უკვე გასრულებულ სეზონში ყველა საკლუბო ტიტულის მოგება მოახერხა, თუმცა, მიღწეულს არ ჯერდება და ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მოგებაზეც ფიქრობს. 
- ვესლი, ელოდით "ინტერთან” ერთად ამდენ ტიტულს რომ მოიხვეჭდით? თქვენ ხომ გუნდში პირველი სეზონი ჩაატარეთ...- რა თქმა უნდა, არა. როდესაც მადრიდიდან მილანში ჩავედი, სხვა სახის საფიქრალი მქონდა. უპირველესად, "ნერაძურისთან” უსწრაფესი ადაპტირება დავისახე მიზნად. შემდეგ კი ყველაფერი ავწონ-დავწონე და იმ დასკვნამდე მივედი, "ინტერს” ბევრის მიღწევა რომ შეეძლო. ჩვენ ფენომენალური დაცვის ხაზი გვყავს, მინდვრის შუაგულში მოთამაშეებს ნებისმიერი მეტოქის ჩაკეტვა ხელეწიფებათ, მოწინააღმდეგისთვის ძალიან საშიში და შედეგიანი ფორვარდები რომ გვყავს, ეს მადრიდულმა ფინალმაც დაადასტურა. ერთი სიტყვით, "ინტერი” ნებისმიერ ხაზში დაბალანსებული გუნდია. - როგორ გგონიათ, რაც მოურინიომ დ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
696
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
25.05.2010
|
|
მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, ჟოზე მაურინიოსთან ვახშმობის შემდეგ, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი მის კლუბს დატოვებს და კარიერას "რეალში” გააგრძელებს. 
"მაურინიო მიდის. იმედი მაქვს, ურთიერთობას გავაგრძელებთ, რადგან ამ ადამიანს "ინტერისთვის” ბევრი სასარგებლო რჩევის მიცემა შეუძლია. გარდა ამისა, მან აქ საუცხოოდ იმუშავა. თუმცა, ამჟამად მაურინიო ის ადამიანი არაა, რომელსაც მე უნდა ვესაუბრო” – იუწყება იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით მორატის სიტყვებს ესპანური სააგენტო EFE. მორატისა და მაურინიოს შეხვედრის მიზანი კლუბში პორტუგალიელის დარჩენა-არდარჩენის საკითხის განხილვა იყო. თავად მწვრთნელს "ინტერის” პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
ნანახია:
830
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
25.05.2010
|
|
ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრებში 11 ფეხბყრთელიდან 6 მარტო მილანის ინტერიდანაა დასახელებული, რაც ძალზე სასიხარულოა ჩვენთვის. 
მეკარე: ჯულიო სეზარი
მცველები: ძანეტი; სამუელი; ლუსიო; ალვეში
ნახევარმცველები: ჩავი; სნეიდერი; რობენი; მესი
თავდამსხმელები: რუნი; მილიტო
ნანახია:
615
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
25.05.2010
|
|
მილანის ინტერის ვეტერანმა ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა გუნდთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა… 
"კონტრაქტი გუნდთან 2014 წლის ივნისამდე გავახანგრძლივa მე და ჩემი ოჯახი კმაყოფილი ვართ ახალი პირობებით და სიამოვნებით ვრჩებით მილანში საცხოვრებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამივე თასი მოვიგეთ. ეს ჩვენი ოცნება და მიზანი იყო.”
ნანახია:
620
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
25.05.2010
|
| |