იტალიური მასმედიის წარმომადგელები დღემდე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჟოზე მაურინიოს წასვლის შემდეგ მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ჰოლანდიელი სპეციალისტი გუს ჰიდინკი დაიკავებდა, თუმცა რუსეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის აგენტმა, კის ვან ნიუვენჰეიზენმა ეს ცნობა უარყო.  "გაზეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნიუვენჰეიზენმა აღნიშნა, რომ ჰიდინკს იტალიური მხარიგან ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, ამასთან, მისი აზრით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია მის გაშვებას არ მოინდომებს.
შეგახსენებთ, რომ გარდა ჰიდინკისა, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე როი ჰოჯსონის კანდიდატურაც განიხილება.
ნანახია:
907
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.05.2010
|
|
"ინტერის" მცველის დუგლას მაიკონის მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. ბოლო პერიოდია მისი შეძენით მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" აქტიურადაა დაინტერესებული, ორივე კლუბი მზადაა მის შესაძენად 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.  ჟოზე მაურინიო, რომელიც "ინტერში' მაიკონის მწვრთნელი იყო აცხადებს რომ სურს 29 წლის ბრაზილიელი მცველი "გალაქტიკოსების" შემადგენლობაში იხილოს, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც, რომ დუგლასი ინგლისში ასევე ყოფილ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან წავიდეს, მაგრამ როგორც ფებურთელი აცხადებს, რომ ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებულიო.
"ერთადერთი რაზეც ეხლა ვოცნებობ ამ სეზონში მეოთხე ტიტულის მოგებაა, ამ სეზონში უკვე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და იტალიის ჩემპიონატი, ახლა მსოფლიო ჩემპიონატის რიგია. მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დავუბრუნდები საკითხს, თუ სად გავაგრძელო კარიერა.ვფიქრობ მშვიდად შევძლ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
598
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.05.2010
|
|
თურქი სპეციალისტი ფატიჰ თერიმი შეიძლება დაბრუნდეს იტალიში. თურქული წყაროების ცნობით, 56 წლის მწვრთნელი არის ერთ-ერთი პრედენტენტი "ინტერის” მთავარ მწვრთნელის პოსტზე. ფატიჰ თერიმი ამ დროისთვის არის უმუშევარი.ის არის უმუშევარი იმის შემდეგ რაც მან 2009 წელს დაემშვიდობა თურქეთის ნაკრებს.

ნანახია:
666
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.05.2010
|
|
მადრიდის "რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დღეს პრესკონფერენცია მოიწვია და ოფიციალურად დაადასტურა, რომ "სამეფო კლუბი” ემშვიდობება ჩილელ სპეციალისტს, მანუელ პელეგრინის, ხოლო მის ნაცვლად მადრიდელებს, როგორც მოსალონელი იყო, ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს. 
"პელეგრინიმ "რეალში” მუშაობა დაასრულა. დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდის მომდევნო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება. ახლა დარჩა "ინტერსა” და მოურინიოს შორის არსებული კონტრაქტის გაწყვეტა და როდესაც ეს მოხდება, პორტუგალიელი მწვრთნელი ჩვენთან დაიწყებს მუშაობას” – ავრცელებს პერესის სიტყვებს "რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი. როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, მოურინიო მადრიდელებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და საერთო ჯამში 40 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით. თავად პორტუგალიელმა მცირე კომენტარი გააკეთა: "თვენახევრით შვებულებაში მინდა გავიდე . შემდეგ კი ესპანეთში ვიმ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
690
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.05.2010
|
|
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო შეიძლება დაბრუნდეს ”ინტერში” მთავარი მწვრთნელის თანაშემწის რანგში. 
იტალიელმა რამოდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებდა დიდ ფეხბურთში დაბრუნებას მწვრთნელის რანგში, თუმცა ვის ჩაიბარებდა კონკრეტულად არ უთქვამს. ინტერს რაც შეეხება, ჯერჯერობით ბაჯო გამორიცხავს მილანელებთან ყოველგვარ კავშირს: "ამის შესახებ არაფერი მსმენია. ვიცი რომ მილანელები მოურინიოს შემცვლელს ეძებენ, მაგრამ ჩემთან ამაზე საუბარი არ ყოფილა. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება”.-განაცხადა ბაჯომ. როგორც ფეხბურთელისთვის ბაჯოსთვის არ არის უცხო ინტერი. 1998-2000 წლებში იგი სწორედ შავ-ლურჯების ღირსებას იცავდა. რამდენად წარმატებული მწვრთენლი იქნება 90-იანების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ძნელი სათქმელია.
ნანახია:
603
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.05.2010
|
|
Calcionews24.com_ის ინფორმაციის თანახმად,”მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელს სურს თავის გუნდში იხილოს "ინტერის” ფორვარდი დიეგო მილიტო. მანჩესტერული კლუბის მფლობელი, შეიხი მანსური მზადაა გადაიხადოს 28 მლნ. ევრო არგენტინელი ფორვარდისთვის.  მაგრამ აღსანიშნავია, რომ იტალიური ფეხბურთის ექსპერტები გამორიცხავენ მილიტოს წასვლას "ინტერიდან”, რადგანაც დიეგოს კონტრაქტში არ არის პუნქტი მისი ვადამდელი გაწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მილიტოს კონტრაქტი მოქმედებს 2013 წლამდე.
ნანახია:
638
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
27.05.2010
|
| |