გასულ კვირას, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, სეზონის ბოლოს მილანურ-ფლორენციული ბარტერი უნდა შემდგარიყო, რომლის თანახმადაც, დავიდე სანტონი "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდებოდა, ხოლო ხუან მანუელ ვარგასი "ნერაძურას" რიგებში ჩაირიცხებოდა... 
მეტად დამაჯერებელი ტონის მიუხედავად, დღეს სანტონის აგენტმა სრულიად საპირისპირო განცხადება გააკეთა, მისი თქმით დავიდის ფლორენციაში გადაბარგება ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება.
"სანტონი ფიორენტინაში? ეს ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი." - განაცხადა რენცო კონტრატომ ViolaGol-თან ინტერვიუში.
"მიუხედავად იმისა, რომ მან მძიმე ფიზიკური ტრავმა გადაიტანა, ამჟამად იგი თავს ძალიან კარგად გრძნობს. გარწმუნებთ, მისი მომავალი მილანის ინტერია და არა რომელიმე სხვა კლუბი!"
ავტორი: გიგა თედორაძე
|