მას შემდეგ რაც "ინტერის" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალში" გადაბარგდა გუნდის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო.  მორატის ძალიან სურდა მის კლუბში ინგლისის მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ეხილა,მაგრამ მისგან ცივი უარი მიიღო.
მორატის კიდევ ერთი კანდიდატურა გახლავთ მადრიდის "რეალი" ყოფილი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჩილელ სპეციალისტს ჩილესგანაც აქვს შეთავაზება,მაგრამ თუ "ინტერი" მას კონტრაქტს შესთავაზებს სავარაუდოდ იგი იტალიას მიაშურებს.
ნანახია:
709
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
29.05.2010
|
|
კამერუნის ეროვნული ნაკრების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა, სამუელ ეტოომ შესაძლოა მუნდიალი გამოტოვოს. თუ მართლაც ასე მოხდა, მიზეზი სულაც არ იქნება ტრავმა, უბრალოდ ეტოო განაწყენებულია წარსულში ცნობილ კამერუნელ ფეხბურთელზე, როჟე მილაზე. 
ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ეტოო ნაკრებში თამაშის დროს შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენს. ნაცვლად იმისა, რომ ეტოოს ამ სიტყვების შემდეგ მოტივაცია მომატებოდა, მან მილას შეუტია და განაცხადა, რომ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთოდ არ ითამაშოს.
"საერთოდ მიღირს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ რამდენიმე დღე მაქვს. მოვიფიქრებ, იქნება თუ არა ჩემპიონატისთვის ჩემი მონაწილეობა მნიშვნელოვანი. ჩემი კარიერისთვის რომ ეს ტურნირი აუცილებელი არაა, ეს უკვე ვიცი” – ციტირებს ეტოოს სიტყვებს Reuters.
ეტოომ კომ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
757
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
29.05.2010
|
|
მასიმო მორატი არ გამორიცხავს იბრაგიმოვიჩის ინტერში დაბრუნებას!! 
მორატის განცხადებით, იბრაგიმოვიჩის დაბრუნებაზე მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი თუ ის როდისმე აღიარებს რომ არასწორად მოიქცა"ინტერი” რომ დატოვა. "მე დავაბრუნდები ზლატანს თუ ის აღიარებს რომ შეცდა როდესაც ბარსელონაშ გადადიოდა. მე პატივს ვცემ მას როგორც მოთამაშეს მან მარტომ მოაგვაგებინა 2 სკუდეტო." მან ასევე აღნიშნა, რომ ზლატანი მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელთა სიაშია და დარწმუნებული არაა რომ კლუბი შეძლებს თავს ასეთი ხარჯების უფლება მისცეს!!
ნანახია:
748
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
29.05.2010
|
|
მორატიმ დაასახელა ფეხბურთელები რომელებიც უნდა, რომ მომავალ სეზონში ინტერში იყვნენ. მასიმო მორატიმ დაადასტურა, რომ მას ყავს ხუთი რჩეული ფეხბურთელი რომელიც მას უნდა მის გუნდში, ესენი არიან მცველები ალექსანდრო კოლაროვი ლაციოდან; ლეონარდო ბონუჩი ბარიდან; და ანდრეა რანორანოკკია ჯენოადან; ასევე მას სურს, რომ მის გუნდში მოიწვიოს ნახევარმცველი ცესკ ფაბრეგასი არსენალიდან და სტივენ ჯერარდი ლივრეპულიდან.  ეს სიმართლეა განაცხადა ინტერის პრეზიდენტმა კოლაროვი, ბონუჩი და რანოკკია ჩვენი მთავარი სამიზნეები იქნებიან, ხოლო რაც სტივენ ჯერარდს და ცესკ ფაბრეგას შეეხება ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ საჩირო თანხა მათში განუცხადა მორატიმ Gazzetta dello Sport
ნანახია:
600
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
29.05.2010
|
|
"ინტერი" გუშინ ოფიციალურად გამოემშვიდობა ჟოზე მაურინიოს და დაიწყო ახალი მწვრთნელის ძიება.  მომავალი მწვრთნელის თანამდებობაზე უამრავი კანდიდატი მოიაზრება, მაგრამ მასიმო მორატის განცხადებით მათ შორის საუკეთესო ვარიანტი ფაბიო კაპელოს კანდიდატურაა. ვრცელდება ჭორები რომ მორატი მზადაა კაპელოს სეზონში 13 მილიონი ევრო შეთავაზოს "მე პატივს ვცემ და ყოველთვის ასე იქნება ჟოზე მაურინიოს,მიუხედავად მისი გუნდიდან წასვლისა. მისთვის "ინტერის" კარი მუდამ ღია იქნება. ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია ვინ შეცვლის მას. ფაბიო კაპელო არის კანდიდატთა შორის და ის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი."
ნანახია:
913
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
29.05.2010
|
|
ბარსელონას თავდასხმელი ზლატან იბრაგიმოვიჩი განიხილავს ინტერში დაბრუნებას.  გაზეთი Repubblica ირწმუნება რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალის შემდეგ ფეხბურთელმა მიმართა მასიმო მორატის თხოვნით დაებრუნებინა ის უკან ინტერში. მაგრამ მორატი არ არის მისით დაინტერესებული, იბრაგიმოვიჩის მომავალი ბურუსითაა მოცული მას შემდეგ რაც გუნდში დავიდე ვილია მივიდა, შვედი შიშობს რომ მისი ადგილი აღარ იქნება გუნდში. შვედი მზად არის ბოდიშიც კი მოუხადოსმორატის მაგრამ მორატის ეს ეტყობა არც აინტერესებს, შვედ ფეხბურთელზე პრეტენზიას რამდენიმე ინგლისური გუნდი აცხადებს.
ნანახია:
739
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
29.05.2010
|
|
ფლორენტინო პერესი დგეს პირადად ჩაფრინდა მილანში მასიმო მორატისთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ფლორენტინო პერესმა მოახერხა საერთო ენა გამოენახა მასიო მორატისთან ჟოზე მაურინიოს განთავისუფლების თაობაზე. ესპანურ და იტალიურ პრესაში Marca , AS, Sky Sport Italia, წერენ რომ პერესი გადაუხდის ინტერს 8 მილიონს, რომ ჟოზესთან კონტრაქტი გაწყვიტოს. 
ადრე ინტერი 16 მილიონს ითხოვდა. ოფიციალურათ ჟოზე მაურინიოს წარდგენა ორშაბათსაა დაგეგმილი და ის რეალთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ნანახია:
777
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
29.05.2010
|
| |