იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ ის 11 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც დღეს, გერმანიასთან ამხანაგურ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ. 
შეხვედრა დორტმუნდში გაიმართება და თბილისის დროით 23:40 საათზე დაიწყება. როგორც Football Italia იტყობინება, "სკუადრა აძურა” გერმანელებთან მატჩს ასეთი შემადგენლობით დაიწყებს: ჯანლუიჯი ბუფონი, მატია კასანი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა რანოკია, ჯორჯო კიელინი, რიკარდო მონტოლივო, ტიაგო მოტა, დანიელე დე როსი, სტეფანო მაური, ანტონიო კასანო, ჯამპაოლო პაცინი. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში, დებიუტი ექნება "ინტერის” ბრაზილიელ ნახევარმცველს, ტიაგო მოტას. იტალიის ნაკრებში თამაშის უფლება მოტას ფიფამ ოფიციალურად მისცა.
|