მილანის "ინტერის” ნახევარმცველი, ტიაგო მოტა, რომელიც ბრაზილიაშია დაბადებული და გაზრდილი, ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. 28 წლის ფეხბურთელი, რომელმაც კარგა ხნის წინათ გამოთქვა "სკუადრა აძურას” მაისურით თამაშის სურვილი, ახალი ამბის გაგების შემდეგ სიხარულს ვერ მალავს. 
"იმედი მაქვს, ნაკრებში პირველ მატჩს კარგად ჩავატარებ. ამ ემოციას ვერაფერს შევადარებ. იტალიის ნაკრებში მიწვევა ჩემთვის დიდი პატივია და ყველაფერს ვიზამ, რომ იმედები გავამართლო. "სკუადრა აძურას” მაისურის მორგება ჩემი ოცნება იყო. ამდენი წლის შემდეგ, ოცნების ასრულების საშუალება მომეცა და ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, ბრაზილიაში დავიბადე, მაგრამ თავს იტალიელად ვგრძნობ. ჩემი წინაპრები იტალიელები იყვნენ. ამ ქვეყანაში დაბადების ბედნიერება არ მქონია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ იტალიელი ვარ” – ციტირებს მოტას სიტყვებს Football Italia
|