მილანის "ინტერის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ტიაგო მოტა იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშზე ოცნებობს. მოტა ბრაზილიაში კი არის დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ მას იტალიის მოქალაქეობაც აქვს და ვინაიდან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, "სკუადრა აძურას” მაისურის მორგების უფლება აქვს. 
"პრანდელის ველაპარაკე და მან მითხრა, რომ შესაძლოა ნაკრებში გამომიძახოს. გარანტია არ მაქვს, რომ იტალიის ნაკრების მაისურით ვითამაშებ, მაგრამ თუ ასე მოხდა, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები. კარიერაში არაერთი სასიამოვნო მომენტი მქონია, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება. მართალია, ბრაზილიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ უკვე 15 წელია ევროპაში ვცხოვრობ და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში” – ციტირებს "ინტერის” 28 წლის ნახევარმცველის სიტყვებს Fოოტბალლ Iტალია.
|