მილანის "ინტერის” კოლუმბიელი მცველი, ნელსონ რივასი სეზონის დარჩენილ ნაწილს უკრაინულ "დნიპროში” გაატარებს.

დნიპროპეტროვსკელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 27 წლის ცენტრალური მცველი კლუბში არენდის წესით ითამაშებს და სეზონის ბოლოს, უკრაინელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. გარდა რივასისა, უჩა ლობჟანიძის გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ "ტოტენჰემის” შემტევს, ჯოვანი დოს სანტოსს, მაგრამ უკრაინაში თამაში თავად მექსიკელმა ფეხბურთელმა იუარა.
|