"ინტერის” თავდამსხმელი დიეგო მილიტო, რომელიც ვერ დაეხმარება გუნდს "ბაიერნთან” მერვედფინალის მატჩში, აცხადებს, რომ მილანელებს ყურადღება მართებთ ნახევარდაცვასთან თამაშში, სადაც არენ რობენი და ფრენკ რიბერი ასპარეზობენ  "ლეონარდომ კლუბს სტაბილურობა შესძინა, რაც განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ახლა თამამად შემიძლია განვაცხადო რომ მაღალი კლასის გუნდი ვართ.
ჩვენი შემდეგი მატჩი "ბაიერნთანაა” და ამიტომ აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან: რობენი, რიბერი, მიულერი და გომესი.
მიუნხენელებს შესანიშნავი ნახევარდაცვა ყავთ და ამიტომ ისინი დაფასებას იმსახურებენ. უნდა ვითამაშოთ ფრთხილად და შეტევით”.
|