ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო შეიძლება დაბრუნდეს ”ინტერში” მთავარი მწვრთნელის თანაშემწის რანგში. 
იტალიელმა რამოდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებდა დიდ ფეხბურთში დაბრუნებას მწვრთნელის რანგში, თუმცა ვის ჩაიბარებდა კონკრეტულად არ უთქვამს. ინტერს რაც შეეხება, ჯერჯერობით ბაჯო გამორიცხავს მილანელებთან ყოველგვარ კავშირს: "ამის შესახებ არაფერი მსმენია. ვიცი რომ მილანელები მოურინიოს შემცვლელს ეძებენ, მაგრამ ჩემთან ამაზე საუბარი არ ყოფილა. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება”.-განაცხადა ბაჯომ. როგორც ფეხბურთელისთვის ბაჯოსთვის არ არის უცხო ინტერი. 1998-2000 წლებში იგი სწორედ შავ-ლურჯების ღირსებას იცავდა. რამდენად წარმატებული მწვრთენლი იქნება 90-იანების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ძნელი სათქმელია.
|