"რომას" გამოცდილი ფორვარდი, ფრანჩესკო ტოტი Sky Sport-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა. როდესაც ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ვეტერან იტალიელს, მარიო ბალოტელისთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ჰკითხა, ფრანჩესკომ მას მეტად არაორდინალური პასუხი გასცა...
"მოედანზე შესვლისთანავე, მარიო ჩემთან მოვიდა და დამცინავი სიტყვებით მომმართა. მე, როგორც პროფესიონალმა მის ასეთ გამოხტომას ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერმა სისტემატიური ხასიათი მივიღო, მე იგი გავაფრთხილე, რომ თუ არ შეწყვეტდა ჩემს შეურაწყოფას, საკადრის პასუხს გავცემდი."
"ბალოტელიმ ჩემს გაფრთხილებას ყური არ ათხოვა და ახლა უკვე შემდგომ შეურაწყოფაზე გადავიდა, მე იგი ბაბუათი მომმართავდა. ამდენის მოთმენა ვეღარ შევძელი და რაც მოხდა თქვენ თვითონაც კარგად ნახეთ..."