საფრანგეთის ნაკრების ექსლიდერმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მარკო მატერაცის პატიებას ვერასდროს შეძლებს. 
მატერაცისა და ზიდანს შორის დაპირისპირება 2006 წლის მუნდიალის ფინალში მოხდა. ფრანგმა იტალიელის პროვოკაცია აღარ მოითმინა და მკერდში თავი ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. დღემდე უცნობია, რა უთხრა მატერაციმ ზიდანს.
რამდენიმე ხნის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მატერაციმ ბოდიში მოიხადა. თუმცა მოგვიანებით, ეს ფაქტი თავად იტალიელმა უარყო. "იმ მატჩის შემდეგ, ძალიან ცუდად ვიყავი. მატერაციმ ჩემი პროვოცირება მოახდინა, აქედან გამომდინარე, ბოდიშს არ უნდა ვიხდიდე. რა თქმა უნდა, ჩემი საქციელით არ ვამაყობ. უბრალოდ მატერაცის ვერასდროს ვერ ვაპატიებ” - ციტირებს ზინედინ ზიდანს L’equipe.
|