"ინტერის” გოლკიპერი, ჟულიო სეზარი თვლის, რომ "რომასთან” გამარჯვების შემდეგ გუნდი საგრძნობლად შეიცვალა და რეალური შანსი გაჩნდა სკუდეტოს მოგების: 
"ეს გამარჯვება ერთგვარი მესიჯია მათთვის, ვინც ცხრილში ჩვენზე წინაა. გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და შანსი გვაქვს გამარჯვების თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს. ერთ თვეში ჩვენ შევცვალეთ მთელი ცხრილი და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ღირსეულ ადგილს დავკავებთ.
ახლა ყველაფერი "მილანის” და "ნაპოლის” შესაბამისად უნდა გავაკეთოთ. ამ გუნდებს აღარ აქვთ წაგების შესაძლებლობა, მაქსიმალურად უნდა მოიპოვონ ქულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ლიდერობას დაკარგავენ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ "ინტერის” შიში უკვე გაჩნდა”.
|