ჟოზე მოურინიომ უკვე დაადასტურა,რომ იგი ინტერის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და მადრიდის რეალის გაწვრთნას მოჰკიდებს ხელს. 
"ჩემი საქმე აქ მორჩა.მე ამ კლუბთან ერთად ისტორია შევქმენი.ახალ მოტივაციას ახლა კიდევ ერთ დიდი კლუბში ვიპოვი.ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ესპანეთში? ეს დიდი გამოწვევა იქნება ჩემთვის."
"მე ბედნიერი ვიყავი ინტერში,მაგრამ არა იტალიური ფეხბურთის სამყაროში.არ მომწონს აქაური კომენტარები,რომლებსაც აკეთებენ გაზეთები,პრეზიდენტები,მწვრთნელები."
"დიდი მადლობა იტალიურ ფეხბურთს,ვინაიდან აქ მეტი ვისწავლე და უკეთესი მწვრნთელი გავხდი ვიდრე ვიყავი."
"თავს თავისუფლად ვგრძნობ,რადგან მე ამ კლუბს ყველაფერი მივეცი რაც სურდათ.ამჯერად ჩემი მომავალი მე უნდა გადავწყვიტო.მინდა პირველი მწვრთნელი გავხდე,ვინც ჩემპიონთა ლიგა სამი სხვადასხვა კლუბით მოიგო.ამჯერად კი ჩემით დაინტერესებული მხოლოდ მადრიდის რეალია,თუმცა მათთან არანაირი კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია"
კითხვაზე წავა თუ არა რეალში სამუშაოდ ჟოზემ უპასუხა "დიახ" .
წყარო: fanebi.com ავტორი: გიგა თედორაძე
|