"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალიმ 1/8 ფინალური მატჩის წინ მეტოქე გუნდის თამაშის სტილი გააკრიტიკა 
"მე ვერ შევამჩნიე, რომ "ინტერს" რაღაც განსაკუთრებული შემოეთავაზებინოს ფინალურ მატჩში. ვინც უყურებს საერთოდ მათ თამაშებს მიხვდება რასაც ვამბობ. თუკი კვირაში ერთხელ ნახავ "ინტერის" თამაშს ადვილად მიხვდები, რომ ეს არის გუნდი რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს
"კალიარისთანაც" ისინი ჩაიკეტნენ და მოწინააღმდეგის კართან არაფერი მოუმოქმედებიათ. გუნდმა და მწვრთნელმა ასეთი თამაში გადაწყვიტეს.
მე უფრო სანახაობრივ ფეხბურთს გთავაზობთ. მხოლოდ დაცვაზე ფიქრი ძალიან რთულია.
მომავალ მატჩში გამარჯვება გვსურს. მოქმედი ჩემპიონი ყოველთვის ფავორიტია და "ინტერიც" სარგებლობს ამ სტატუსით ჩვენთან მომავალ დაპირისპირებაში."
|