"ინტერის" ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი დარწმუნებულია, რომ "მილანი" კვლავ ბევრჯერ შეცდება 
"დღეს "მილანს" გამოცდილება აკლია, მათ დაავიწყდათ რას ნიშნავს სკუდეტოსათვის ბრძოლა. ეხლა სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი იწყება და დარწმუნებული ვარ,რომ "როსონერი" კიდევ დაუშვებს შეცდომებს. ჩვენი ამოცანა სიტუაციით სარგებლობა და ქულების დაგროვებაა. მხოლოდ დიეგო მილიტოს ტრავმა გვაწუხებს, რადგან ეხლა ყველა მოთამაშე ძალიან გვჭირდება. მაგრამ მის გარეშეც მგონი შევძლებთ დავალებისთვის თავის გართმევას, ჩვენ პაცინი გვყავს, რომელიც კარგ ფორმაშია."
|