მილანის ინტერის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი თვლის, რომ "ბებერ ქალბატონთან” დაპირისპირება მისი გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 
შეგახსენებთ, რომ ნერაძური ამ წუთისთვის ლიდერ მილანს ხუთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამიტომაც იუვენტუსთან გამარჯვების შემთხვევაში ინტერი როსონერის უახლოესი მდევარი გახდება.
"მილანთან ჩამორჩენას უფრო და უფრო ვამცირებთ. თუკი იუვენტუსსა და შემდეგ ფიორენტინას მოვუგებთ, მაშინ სკუდეტო ჩვენი იქნება.
მიხარია რომ კვლავინდებურად ძლიერები ვართ. ვფიქრობ, რომ სეზონის ბოლოდე ყველას ვაჩვენებთ რაც შეგვიძლია”-განაცხადა სნეიდერმა.
|