როგორც იცით გუშინ იტერთან შეხვედრაში სწორედ არიენ რობენის დარტყამს მოყვა მარიო გომესის მიერ გატანილი გოლი, რომელმაც მეკარის შეცდომით ისარგებლა და გამოვარდნილი ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. 
„ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით. რამოდენიმე კარგი მომენტი შექმენით მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ ამ დროს უბრალოდ შემდეგ შანსს უნდა დაელოდო. ამჯერადაც ასე მოხდა.
თითქოს ყველაფერი იმაზე მიუთითებდა რომ ეს თამაში ფრედ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ჩვენ გავიტანეთ და მოვიგეთ. ვფიქრობ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია რომ ჩვენ ინტერი დავამარცხეთ.
საპასუხო შეხვედრა ძალიან რთული იქნება. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ"-განაცხდცა რობენმა.
|