შაბათი, 21.06.2025, 00:28
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2010 » მაისი » 22 » პანდევს ფინალის მოგების ეიმედება
11:26
პანდევს ფინალის მოგების ეიმედება

მილანის "ინტერის" მაკედონიელ ფორვარდ გორან პანდევს, აპენინის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ფეხბურთის გულშემატკივრები დიდი ხანია კარგად იცნობენ. 26 წლის ფეხბურთელმა, კარიერის უდიდესი ნაწილი იტალიაში გაატარა და სახელიც საკუთარი შრომით მოიხვეჭა.


ცოტასღა თუ ახსოვს, რომ 17 წლის მოთამაშე მაკედონიის მოკრძალებული "ბელასიციდან", დიდ ფეხბურთს სწორედ "ინტერმა" აზიარა. მილანელებმა ბალკანელი, თავდაპირველად, "სპეციასა" და "ანკონაში" გაანათხოვრეს, სადაც ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტდა. 2004 წელს კი, მისი საკონტრაქტო უფლებები რომის "ლაციომ" გამოისყიდა და გორანის აღმასვლაც აქედან დაიწყო. ისე ჩანდა, რომ პანდევი რომს არც არასდროს დატოვებდა და ეს, თავადვე არაერთხელ უთქვამს, მაგრამ "ლაციოს" მაისურით ხუთწლიანი გარჯის შემდეგ, მასსა და კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს შორის "შავმა კატამ” გაირბინა. ფეხბურთელმა კლუბის დატოვება განიზრახა, რადგანაც ის, ძალზედ დასუსტდა. კლუბმა მისი გაშვება არ ისურვა, სასჯელის სახით კი, პანდევი განაცხადს მიღმა აღმოჩნდა. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილმა მაკედონიელმა სარჩელი აღძრა და განაჩენიც მისი სასარგებლო აღმოჩნდა.
ამრიგად, ეს იმას ნიშნავდა, რომ პანდევს მომავალი გუნდის თავისუფლად არჩევის საშუალება მიეცა. მასი გადაბირების სურვილს არაერთი კლუბი გამოთქვამდა, მათ შორის იტალიის სერია A-ს ყველა ლიდერი იყო, მაგრამ გორანმა უძლიერესი, "ინტერი" ირჩია, რომლის დამსახურებითაც, თავის დროზე, მაკედონიას თავი დააღწია. არჩევანმა მართლაც გაუმართლა. გასულ შემოდგომაზე, ის ინდივიდუალური ვარჯიშით ცდილობდა ფორმის შენარჩუნებას და მაშინ ძნელად თუ ივარაუდებდა, რომ სეზონის მიწურულს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებდა.
- როგორ ფიქრობთ, თქვენმა გუნდმა სერიოზულ წარმატებას უკვე მიაღწია?

- ჯერ, არა, რადგანაც ჩემპიონთა ლიგა გვაქვს მოსაგები, მაგრამ ვგრძნობ, რომ სერიოზული მიღწევა სულ მალე გვექნება. აქამდე, არასდროს მინახავს ერთად იმდენი ჟურნალისტი, რამდენიც ახლა ჩვენს ბაზაზეა.
- თუ გაქვთ გაცნობიერებული, რომ ფინალს უწიეთ, რაც "ინტერს" ამდენი წლის განმავლობაში არ ღირსებია?
- ალბათ, ჯერ, არა. ეს მეტად მგრძნობიარე მომენტია. ხშირად მისვამენ მსგავს კითხვას, მაგრამ, ადამიანმა თავად უნდა გამოცადოს ეს მდგომარეობა და მისთვის ყველაფერი გასაგები, მხოლოდ მას შემდეგ გახდება.
- პირადად თქვენ და მთლიანად გუნდი, რაიმე ზეწოლას თუ განიცდით?
- მატჩამდე დრო კიდევ დარჩა და მსგავსი შეგრძნება ჯერ არ მოსულა. მეორეს მხრივ, კარგად გვესმის, რომ ისტორიას ვქმნით. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვახერხებთ, "ინტერისა" და პირადად ჩვენს სახელებს, ისტორიაში დიდი ადგილი დაეთმობა.
- როდესაც "ინტერში" გადადიოდით, თუ გჯეროდათ, რომ სეზონი ასეთი წარმატებული გამოდგებოდა? ორი ჯილდო ხომ უკვე დაისაკუთრეთ (იტალიის ჩემპიონობა და თასი - რედ.).
- მაშინ მსგავსზე არაფერზე მიფიქრია, რადგანაც ძალზე რთულ სიტუაციაში ვიყავი. მხოლოდ ერთი რამ მსურდა - თამაში. მიხარია, რომ "ინტერში" კარგად მიმიღეს და დიდი სათამაშო დრო დამითმეს. უცბად დამავიწყდა ყველა ის პრობლემა, რომლებიც "ლაციოში" ყოფნისას მაწუხებდა.
- რამდენად რთულად გადაიტანეთ ის სიტუაცია, რომელიც რომში შეგექმნათ?
 - თქვენ როგორ ფიქრობთ? ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ვერ ვთამაშობდი და თავს ძალზე ცუდად ვგრძნობდი. ეს ექვსი თვე ყველაზე რთული იყო ჩემს კარიერაში. ვთქვი, რომ წასვლა მსურდა, მაგრამ ვერ გამიგეს, არ გამიშვეს და ხელოვნური დაბრკოლებები შემიქმნეს.
- მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.
- ულაპარაკოდ. ძალიან ძლიერ გუნდში მოვხვდი. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად ბედნიერი ვიყავი. მადლობა სამწვრთნელო შტაბს და გულშემატკივრებს, რომლებიც მენდნენ და მხარში დამიდგნენ.
- სეზონის ბოლოს ტრავმამ შეგაწუხათ. "ბაიერნთან" თამაშს, სრულ მზადყოფნაში ხვდებით?
- საბედნიეროდ, ტრავმა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. მოუთმენლად ველი ფინალში თამაშს.
- მეტოქე ხომ არ გაშინებთ?

- ასეთ დონეზე არავის არავისი ეშინია. ფინალში მხოლოდ უძლიერესი გუნდები თამაშობენ. "ბარსელონა" დავამარცხეთ და მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნში" ძლიერი მოთამაშეები მრავლად არიან, საკუთარი ძალების გვწამს. ამიტომ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება.

ავტორი: გიგა თედორაძე

ნანახია: 833 | დაამატა: gigu7a | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ჩანაწერების არქივი

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Sandro Galli pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2025