მიუნხენის "ბავარია” სულ უფრო და უფრო იჩენს ყურადღებას "ინტერის” მაკედონიელი ფორვარდის, გორან პანდევის მიმართ და აქტიურად განიხილავს მისი ტრანსფერის შესაძლებლობებს. 
გავრცელებულია ჭორები, რომ თითქოს 27 წლის ფეხბურთელის გადასვლა მიუნხენში ზაფხულის სატრანსფერო სეზონამდე მოხდება.
ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პანდევის შეძენა გუნდს 7-10 მილიონი ევრო დაუჯდება. საუბარია "ინტერის” ფეხბურთელით მიროსლავ კლოზეს ჩანაცვლებაზე, რომელიც "ბავარიას” ზაფხულში დატოვებს.
|