მიუნხენის "ბაიერნი” კვლავ შეაწუხა იმ იდეამ, რომელსაც არაერთხელ შეუწუხებია გერმანული "ტიტანი”. 
მიუნხენელებს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, მილანის "ინტერიდან” მაკედონიელი ფორვარდის, გორან პანდევის გადაბირება აქვთ განზრახული. შეგახსენებთ, რომ გერმანულ კლუბს პანდევის გადაბირება ჯერ კიდევ ორი წლის წინად სურდა, როდესაც პანდევი ჯერ კიდევ, რომაული "ლაციოს” ღირსებას იცავდა.
გერმანული სპორტული გამოცემების აზრით, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, მიუნხენის "ბაიერნის” ერთ–ერთი მთავარი სამიზნე სწორედაც, რომ მაკედონიელი თავდამსხმელი იქნება. აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მიუნხენის "ბაიერნს” მინიმუმ 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
|