გუშინ "სან–სიროზე" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა "ინტერსა" და "ბაიერნს" შორის, რომელიც გერმანელების გამარჯვებით 0:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ "ნერაძურის" პრეზიდენტმა და მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთეს: 
მასიმო მორატი:
" ბედმა გვიმტყუნა. გუნდი მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდით თამაშობდა და ბიჭებმა ყველამ ერთად უამრავი მომენტი შექმნეს და მთელი 90 წუთის განმავლობაში ინარჩუნებდნენ დინამიკას. მაგრამ ამ წაგების დრამატიზირება საჭირო არ არის.ერთი გოლი უნდა გავიტანოთ და ორივე გუნდი ისევ თანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდება. შეშფოთების მიზეზს ვერ ვხედავ. რანოკია? უნდა დაველოდოთ მედიკოსების დიაგნოზს და იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერია."
ლეონარდო:
"ეს მარცხი არ დაგვიმსახურებია. გოლის მომენტშიც "ბაიერნს" გაუმართლა და ეს არ იყო რაიმე კარგად გააზრებული კომბინაციის შედეგი. რაც შეეხება საგოლე მომენტებს, შანსები ორივე გუნდს თანაბრად ქონდა. ისინი კარგად აკონტროლებდნენ ბურთს, თავის მხრივ ჩვენ მეტად კრეატიულები ვიყავით.
რატომ არ გამოვიყვანე პანდევი?ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. მესმის, რომ გერმანიაში გამარჯვება ადვილი არ იქნება, მაგრამ მიუხდავად ამისა ჩვენი მიზანი მიუნხენში გამარჯვებაა. რაც შეეხება თამაშს, მე კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭების თამაშით. პოზიციურად და ინდივიდუალურად სწორად ვითამაშეთ, შევქმენით საგოლე მომენტები და მათი ფორვარდები შევზღუდეთ.
ფეხბურთში ასეც ხდება.მაგრამ მათ მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს ორ რაუნდიან დაპირისპირებაში და ჯერ ყველაფერი წინაა.მიუნხენში ყოველგვარი შიშის გარეშე წავალთ."
|