მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, ჟოზე მაურინიოსთან ვახშმობის შემდეგ, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი მის კლუბს დატოვებს და კარიერას "რეალში” გააგრძელებს. 
"მაურინიო მიდის. იმედი მაქვს, ურთიერთობას გავაგრძელებთ, რადგან ამ ადამიანს "ინტერისთვის” ბევრი სასარგებლო რჩევის მიცემა შეუძლია. გარდა ამისა, მან აქ საუცხოოდ იმუშავა. თუმცა, ამჟამად მაურინიო ის ადამიანი არაა, რომელსაც მე უნდა ვესაუბრო” – იუწყება იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით მორატის სიტყვებს ესპანური სააგენტო EFE. მორატისა და მაურინიოს შეხვედრის მიზანი კლუბში პორტუგალიელის დარჩენა-არდარჩენის საკითხის განხილვა იყო. თავად მწვრთნელს "ინტერის” პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
|