მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო, ევროპული გრანდების მთავარ სამიზნედ იქცა. პორტუგალიელი სპეციალისტის გადაბირებას, ისეთი მაღალი დონის კლუბები ცდილობენ, როგორიცაა მადრიდის "რეალი" და მანჩესტერ "სიტი". აქედან გამომდინარე, არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს შეუცვლელი ჟოზეს თანამდებობას მილანის "ინტერში". სწორედ ამას გამოეხმაურა "კატანიას" მთავარი მწვრთნელი და "ნერაძურას' ცოცხალი ლეგენდა, სინიშა მიხაელოვიჩი. რომელმაც განაცხადა, რომ ერთ დღეს იგი "ინტერის" დამრიგებლის რანგში მოგვევლინება. 
"დამიჯერეთ, ერთ დღეს მე მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ვიქნები." - განაცხადა სინიშა მიხაელოვიჩმა CorriereDelloSport-თან ინტერვიუში. "ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ჩემს ამბიციებში აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ."
"კატანია კარგი გუნდია, აქ ყველა კარგად მექცევა, მაგრამ ჩემი ოცნებაა, ვიყო ნერაძურას მთავარი მწვრთნელი, რადგან ეს კლუბი მე ყველაზე ძალიან მიყვარს."
|