მილანის "ინტერის" გულშემატკივრებმა, ჟოზე მაურინიო მილანიდან გააცილეს, ტიფოზებმა პორტუგალიელს კლუბში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ (მადრიდულ) კარიერაში წარმატება უსურვეს. 
"ნერაძურის" ქომაგთა წერილი - "ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის, დიდ მადლობას გიხდით. თქვენი კომპეტენტური და ავანგარდული ქმედებები არასდროს დაგვავიწყდება, თქვენ ხომ 45 წლიანი აუხდენელი ოცნება აგვისრულეთ და ჩემპიონთა ლიგის თასი მილანში ჩამოაბრძანეთ... მშვიდობით მოუ, მადრიდში წარმატებებს გისურვებთ!"
პორტუგალიელი მწვრთნელიც დაემშვიდობა "ინტერს”.
"მანამდე, სანამ ხელს მოვაწერ კონტრაქტს "რეალთან”, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ინტერის გულშემატკივრებს და ყველას,ვინც მხარს მიჭერდა ამ კლუბში მუშაობის დროს. მუშაობა, რომლის კულმინაციაც გახდა ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაში.”-წერს ჟოზე.
"მე არ დამავიწყდება არავინ, დაწყებული გულშემატკივრებიდან დამთავრებული კლუბის ყველა მუშაკით და პრეზიდენტით მასიმო მორატით.”
"მე გკოცნით ყველას.თქვენ ყოველთვის იქნებით ჩემს გულში.”- დაამთავრა თავისი ამაღელვებელი მიმართვა ჟოზე მაურინოიმ.
ავტორი: გიგა თედორაძე
|