კიევის "დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა გაიყო "შახტარის” მწვრთნელ მირჩეი ლუჩესკუსთან ერთად მესამე ადგილი XXI საუკინის ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო მწვრთნელთა რეიტინგში, რომელიც გამოაქვეყნა Tuttosport-მა. ორივეს აქვს მოგებული 11-11 ტიტული. 
მეორე ადგილი დაიკავა "მანჩესტერ იუნაიტედის” უცვლელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, მის ანგარიშზე 14 ტიტულია.პირველ ადგილზე კი "ინტერის” მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ დაიკავა,რომელმაც მოიგო 15 ტიტული.
|