საინფორმაციო სააგეტო Reuters-ის ცნობით, მილანის "ინტერის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი ჟოზე მაურინიო მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა.  მაურინიოს განცხადებით, ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატებიდან ესპანური პრიმერა ერთადერთია, რომელიც მას არ მოუგია, ამიტომ ეს გამოწვევა სიამოვნებით მიიღო.
პორტუგალიელი თავკაცის კონტრაქტის დეტალები და მისი სატრანსფერო გეგმები ცნობილი მოგვიანებით გახდება, თუმცა ჭორი, რომელიც აქამდე ვრცელდებოდა, უკვე ფაქტია, "რეალის" და ზოგადად, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ერა იწყება, რომლის მწვერვალზე ასვლას ისევ "The Special One", ოღონდ ამჯერად უკვე მრავალი მწვრთნელისთვის "ცუდად დაცდილ" მადრიდის "რეალთან" ერთად აპირებს.
ავტორი: გიგა თედორაძე
|