მასიმო მორატიმ განცხადება გააკეთა,პრესაში გავრცელებული ჭორების გამო,რომ თითქოსდა ჟოზე მოურინიო გუნდიდან წასვლას აპირებდეს.პრეზიდენტმა განაცხადა,რომ პორტუგალიელს კონტრაქტი აქვს გუნდთან და მის წასვლაზე საუბარი დიდი სისულელეა.სხვადასხვა გამოცემები კი მოურინიოს ამ ზაფხულს რეალის თავკაცად მოიაზრებენ,თუმცა ყველა ჭორი და აზრი ამასთან დაკავშირებით მორატიმ გააქრო. 
"ჟოზე მოურინიო დიდი მწვრთნელია და მშვენივრად ასრულებს თავის საქმეს ინტერში.თუკი ვინმეს სურს მისი გადაბირება,ურჩევნია დაიცადოს სანამ კონტრაქტი არ მორჩება და მხოლოდ შემდეგ ეცადოს მასთან დაკავშირებას.არც მოურინიოს და არც ინტერის მხარეს არ სურს ამ შეთანხმების დარღვევა,ასე რომ ეს მხოლოდ ჭორებია და მეტი არაფერი.”
|