Calcionews24.com_ის ინფორმაციის თანახმად,”მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელს სურს თავის გუნდში იხილოს "ინტერის” ფორვარდი დიეგო მილიტო. მანჩესტერული კლუბის მფლობელი, შეიხი მანსური მზადაა გადაიხადოს 28 მლნ. ევრო არგენტინელი ფორვარდისთვის.  მაგრამ აღსანიშნავია, რომ იტალიური ფეხბურთის ექსპერტები გამორიცხავენ მილიტოს წასვლას "ინტერიდან”, რადგანაც დიეგოს კონტრაქტში არ არის პუნქტი მისი ვადამდელი გაწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მილიტოს კონტრაქტი მოქმედებს 2013 წლამდე.
|