როგორც მოგეხსენებათ მანჩესტერ "სიტის" ბოსებს სერიოზულად აქვთ გააწყვეტილი მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს კი მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მილანის "ინტერის" მცველი დუგლას მაიკონი იქნება.  ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მაიკონისთვის ბრძოლაში ერთვება ორი აწ უკვე "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი რობერტო მანჩინი("მანჩესტერ სიტი") და ჟოზე მოურინიო("მადრიდის რეალი").
გავრცელებული ინფორმაციით "სიტის" ბოსები მზად არიან ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.
დუგლას მაიკონმა კი განაცხადა,რომ იგი გაყვება მოურინიოს სადაც არ უნდა წავიდეს რაც უფრო ართულებს "სიტის" ამოცანას.
"მაგრამ მაინც მე ახლა, მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული და ამის შემდეგ გადავწყვეტ წავალ სხვა კლუბში თუ დავრჩები "ინტერში"-განაცხადა მაიკონმა
<><><><><><><><><><> ასევე მანჩესტერ სიტის თავკაცები მზად არიან პორტუგალიელ ნახევარმცველ რიკარდო კუარეშმაში გადაიხადონ 6 მილიონი ფუნტი. ამ უკანასკნელის მწვრთნელს, რობერტო მანჩინის უკვე სურდა კუარეჯმას შეძენა, მაგრამ არ გამოუვიდა. როგორც მოგეხსენებათ პორტუგალიელმა ძალზედ ცუდი სეზონი ჩაატარა ლურჯ_შავ მაისურიანებთან ერთად, მან 11 ჩატარებული მატჩის განმავლობაში ვერ შეძლო თავის გამოჩენა და მეტოქის კარის აღება

ავტორი: გიგა თედორაძე
|